top of page
იმუშავეთ ჩვენთან

გთავაზობთ ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც შეძლებთ გაიზარდოთ პროფესიონალურად.

არსებული ვაკანსიები:
რეაბილიტოლოგი / ფიზიოთერაპევტი

კარდიომედსპორტი ეძებს პროფესიონალს, რომლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა იქნება პაციენტის ფიზიოთერაპიული შეფასება და მასთან სარეაბილიტაციო პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება.

 

კანდიდატი, რომელიც მიესადაგება აღნიშნულ ვაკანსიას, პირველ რიგში უნდა იყოს მაღალი ეთიკური ნორმების მატარებელი პიროვნება. 

ეროვნულმა, პოლიტიკურმა, რელიგიურმა, რასობრივმა, სქესობრივმა თუ სხვა ფაქტორებმა არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა კანდიდატის პაციენტთან ურთიერთობაზე.

კანდიდატი არ უნდა იყოს მწეველი.

 

კლინიკა ძირითადად ღებულობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმიან ან ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ პაციენტებს. მათი უმრავლესობა უცხოელია.

კლინიკის ძირითადად მიმართულებას ვარჯიშზე დაყრდნობილი თერაპია წარმოადგენს. ამან განაპირობა შემდეგი კრიტერიუმების ჩამოყალიბება: 

 

აუცილებელი კრიტერიუმები: 

  • კანდიდატი უნდა იყოს პროფესიონალი რეაბილიტაციის, ფიზიოთერაპიის ან მსგავსი დისციპლინების სფეროში.

  • კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (რაც ერთი მხრივ უცხოელ პაციენტებთან კომუნკაციაში იქნება გამოსადეგი, ხოლო მეორე მხრივ აუცილებელია პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად).

 

ძალიან სასურველი უნარები და ცოდნა:

  • კანდიდატი უნდა ფლობდეს მასაჟის ტექნიკებს.

  • იცოდეს ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციური ანატომია.

  • იცნობდეს ვარჯიშთან ორგანიზმის ადაპტაციის პრინციპებს.

  • ერკვეოდეს ტრავმის აღდგენის ფიზიოლოგიურ ფაზებში.

 

სასურველი გამოცდილება:

  • ჰქონდეს სპორტული რეაბილიტაციის ცენტრებში მუშაობის გამოცდილება.

  • იყოს ფიზიკურად აქტიური. 

  • ჰქონდეს რაიმე სპორტში ჩართულობის გამოცდილება.

 

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

სამუშაო საათები: 09:00 – 19:00, თუმცა ძალაშია ე.წ. "მოქნილი" გრაფიკი.

 

ანაზღაურება:

  • ზემოაღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატი შესაძლოა მიღებულ იქნეს საცდელი პერიოდით (მაქსიმუმ 6 თვემდე ვადით), რის განმავლობაშიც მიიღებს ანაზღაურებას 500 ლ თვეში.

  • თუ საცდელი პერიოდის დამთავრების შემდეგ ორივე მხარე გამოხატავს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს, კანდიდატს დაენიშნება ანაზღაურებას ხელზე 1200 ლ თვეში (გათავისუფლებულს საპენსიო და საშემოსავლო გადასახადებისგან).

bottom of page