ფასები
-
თითოეული მომსახურების ფასი მითითებულია შესაბამისი ნაწილის ბოლოს.
-
ყველა აქტიური მორაგბე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, მიიღებს დამატებით 20%-იან ფასდაკლებას ყველა მომსახურებაზე .
სპორტული მედიცინა
რა არის სპორტული მედიცინის ექიმის კომპეტენციის სფეროები?
-
სპორტული მედიცინის ექიმები, როგორც წესი, ჯერ კვალიფიცირდებიან სამედიცინო ექიმებად, ხოლო შემდეგ ასრულებენ 3-დან 5 წლამდე სარეზიდენტო სწავლებას სპორტულ მედიცინაში.
-
მათ საფუძვლიანად იციან ვარჯიშის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე, როგორც მჯდომარე ცხოვრების სტილის მქონე, ისე ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში.
-
სპორტული მედიცინის ექიმი არის ექსპერტი ფიზიკურ აქტივობასთან (ან უაქტივობასთან), ვარჯიშთან ან სპორტთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების უმეტეს საკითხში. ის მკურნალობს ამ პრობლემათა ფართო სპექტრს, დაწყებული რჩევებით ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ და დამთავრებული მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გულის რეაბილიტაციით.
-
მიუხედავად იმისა, რომ სპორტული მედიცინა ზოგადად ასოცირდება პროფესიონალ სპორტსმენებთან, ის ასევე მკურნალობს არა სპორტსმენებს, როგორებიცაა მჯდომარე ადამიანები, ფიზიკურად აქტიური პირები, მოყვარული სპორტსმენები ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. ანუ ყველას, ვიზეც ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობას სარგებელი მოაქვს.

რას აკეთებს ვარჯიში?
-
ვარჯიში სხეულში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას, კუნთებისძალას, გამძლეობას, კოორდინაციას, რეფლექსებს, სისწრაფეს, წონასწორობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, სხეულის შემადგენლობას და სხვა მრავალს. ამიტომაც ვარჯიში მოისაზრება, როგორც სრულყოფილი წამალი.
-
თუ ვარჯიში სწორად და თან სპეციალისტის მიერ არის დანიშნული, მას შეუძლია გააუმჯობესოს თითქმის ყველა ადამიანის მდგომარეობა, ასაკის, სქესის ან ჯანმრთელობის სტატუსისდა მიუხედავად.
როდის მივმართოთ სპორტული მედიცინის ექიმს?

დაჯავშნეთ ვიზიტი სპორტული მედიცინის ექიმთან, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:
• ძვალ-კუნთოვანი დაზიანებები (მაგ., სახსრის ღრძობა, კუნთების დაჭიმულობა ან კონტრაქტურა, ამოვარდნილობა, სახსრების არასტაბილურობა, ოპერაციის შემდგომი პერიოდი და ა.შ.)
• ტვინის შერყევა
• ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (როგორებიცაა, მაღალი წნევა, გულის დაავადებები, სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპოთოროიდიზმი და ა.შ.), ამ შემთხვევაში მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.
ასევე, თუ ეძებთ რჩევას:
• სპორტში დასაბრუნებლად
• მიღწევების/შედეგების გასაუმჯობესებლად
• ცხოვრების წესის შესაცვლელად და ა.შ.
რა განსხვავებაა სპორტული მედიცინის ექიმსა და ორთოპედ-ტრავმატოლოგს შორის?
-
განსხვავების ძირითადი განმაპირობებელია მათი პაციენტები: იმდენად, რამდენადაც სპორტული მედიცინის ექიმი ძირითადად სპორტში მუშაობს და მკურნალობს სპორტსმენებს, რომლებიც უძლებენ მაღალ ფიზიკურ დატვირთვებს და რომლებსაც ტრავმის შემდგომ ესაჭიროებათ რაც შეიძლება სწრაფი აღდგენა, სპორტული ექიმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მათი ხელშეწყობა ამის მიღწევაში: ანუ, ოპტიმალურად შეამციროს მკურნალობის დრო და უზრუნველყოს ტრავმის სრულყოფილი რეაბილიტაცია, რათა შეამზადოს სხეული შემდგომი მძიმე დატვირთვებსთვის.
-
როგორც სპორტული მედიცინის ექიმები, ისე ორთოპედ-ტრავმატოლოგები მართავენ ძვალ-კუნთოვან დაზიანებებს. თუმცა, სპორტის ექიმები შემოიფარგლებიან ამ პრობლემათა არაქირურგიული მკურნალობით, ხოლო ორთოპედ-ტრავმატოლოგები ახორციელებენ მათ მაღალკვალიფიციურ ოპერაციულ მკურნალობას.
-
სპორტის ექიმები მიმართავენ ორთოპედ-ტრავმატოლოგთა დახმარებას ოპერაციულ ჩარევასთან დაკავშირებით, როგორც მკურნალობის უკანასკნელ საშუალებას.

რამდენ ხანს გრძელდება კონსულტაცია?
-
კონსულტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მაგრამ როგორც წესი 45-60 წუთამდე გრძელდება.
რა ღირს კონსულტაცია სპორტული მედიცინის ექიმთან?
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის: 60 ლ
-
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის: 90 ლ
-
აქტიური მორაგბეებისთვის: -20%









